ჩაბარების ვადა:
26 ნოემბერი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32743 - ტენდერი ბალისტიკური დაცვისა და ტაქტიკური საშუალებების შესყიდვაზე, მათ შორის ჯავშანფილებისა და ჯავშანჟილეტების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 ნოემბერი 2026 დრო 16:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ინკასაციისთვის განკუთვნილი ბალისტიკური დაცვისა და ტაქტიკური საშუალებების შესყიდვაზე, მათ შორის ჯავშანფილებისა და ჯავშანჟილეტების შესყიდვაზე.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირებთან დაკავშირებით — ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი — დანართი 1.
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები — დანართი 2.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების ავტომატურ წინაპირობას, რადგან გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან მიმართებით.
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგადი საფუძვლის მითითებით.
სატენდერო მოთხოვნები და სამუშაოს აღწერილობა
- შესყიდვის საგანს წარმოადგენს ინკასაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ბალისტიკური დაცვის საშუალებები და ტაქტიკური აღჭურვილობა, მათ შორის ჯავშანჟილეტები და ჯავშანფილები.
- სს „საქართველოს ბანკი" გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმებს გენერალურ ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით, ავტომატური ერთწლიანი გაგრძელების პირობით.
- პრეტენდენტი ვალდებულია კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები დააფიქსიროს 1 (ერთი) წლის ვადით.
- თუ გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების პირველი ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტს ფასების გაზრდას, ის ვალდებულია ამის შესახებ ბანკს ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე აცნობოს. ბანკი უფლებამოსილია დათანხმდეს ახალ ფასებს ან ხელახლა გამოაცხადოს ტენდერი.
- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ისეთი ბალისტიკური დაცვისა და ტაქტიკური საშუალებების შესყიდვა, რომლებიც კონკრეტულად მოთხოვნილი არ არის, წინასწარ შეთანხმდება ელექტრონული ფოსტით.
ჯავშანფილის მონაცემები
- ფერი - შავი;
- სისქე - 20 მმ (დასაშვები ცდომილება +/- 2 მმ);
- ზომა - 250 x 300 მმ (დასაშვები ცდომილება +/- 2 მმ);
- კერამიკის ზომა - 200 x 245 მმ (დასაშვები ცდომილება +/- 2 მმ);
- დასაშვები მასა - 2600 გრამი, ყოველგვარის გამორიცხვის მიზნით 100 გრამის მოცულობით ცდომილება შეთანხმებულ წონასთან მიმართებით არ ჩაითვლება ნაკეთობის ნივთობრივ ნაკლად;
- ჯავშანფილის ზომა - სტანდარტი
ჯავშანჟილეტი N7 მოდელი
- დაცვის კლასი; NIJ 0101.06 Level IIIA+ & Anti-Stab
- პანელის სისქე (4.7 მმ)
- დაცვის არეალი: 1.5 კგ (სრულად აღჭურვილი)
- სხეულზე ანატომიური მორგება
- მთლიანი წონა: 1.5 კგ (სრულად აღჭურვილი)
- გარე შალითა: სუნთქვადი, ანტიბაქტერიული, ტენგამძლე ქსოვილი
დამატებითი მოთხოვნები:
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკის მოთხოვნისამებრ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ბანკი მოითხოვს:
- მწარმოებლის სერთიფიკატი, რომელშიც მკაფიოდ არის მითითებული მწარმოებელი, მოდელი და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები;
- ბალისტიკური გამოცდის ტესტის მონაცემები;
- დაცვის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დაცვის კატეგორია;
- სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის დასკვნა
გარდა ამისა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ექსპლუატაციის ვადა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
ტელ: 579 01 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 18143000 დამცავი აღჭურვილობა
- 35812300 საბრძოლო მექანიზმები
- 35815000 ანტიბალისტიკური დამცავი ხალათები
- 44430000 ბრონირებული ფირფიტები