ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32746 - ტენდერი კლინიკის ფასადის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 20 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს კლინიკები, კერძოდ ხულოს კლინიკა აცხადებს ტენდერს კლინიკის ფასადის მოწყობაზე.

„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა-გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნებამითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. სამუშაოები განხორციელდება ხულოს კლინიკაში დანარეთ#5-ში იხილეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:

  • კომპანიებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათ შორის ხანგრძლივიპროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს აუცილებელი სერთიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც უფლებას აძლევსსარემონტო სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ნორმების და რეგულაციების შესაბამისად.
  • ამასთანავე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალიზირებული გუნდი, რომელიც დაკისრებულ დავალებებსწარმატებით შეასრულებს.

პროექტის ზედამხედველობა:

პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნებადამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროისფარგლებში შესრულების კონტროლს.

პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოსჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.

შეფასების კრიტერიუმები:

ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა დახარისხთან შესაბამისობაში
  • დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული და კონკრეტული.
  • ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას,

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • სამუშაოს ბიუჯეტი, დანართი #5-ის შესაბამისად.
  • სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
  • წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულების ეტაპებს.
  • ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს და უსაფრთხოებას. 

შერჩევის კრიტერიუმები:

გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილება და რეპუტაცია სარემონტოინდუსტრიაში, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ და კომპლექსურ პროექტებში.

გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევე გარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულებისვადას და პრობლემების გადაწყვეტას.

ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, და ამყარებდეს შემოთავაზებას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:
გიორგი შარაშენიძე
ელ ფოსტა: gsharashenidze@vian.health
ტელეფონი: 591 055997

მისამართი: რაიონი ხულო, დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. №1/ რაიონი ხულო , დაბა ხულო , დ. აღმაშენებლის ქ. , N 3-ის მიმდებარე ტერიტორია

ტენდერის კატეგორია:

  • 45262650 მოსაპირკეთებელი სამუშაოები
  • 45443000 ფასადების მოწყობის სამუშაოები
შეკითხვები