ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32751 - ტენდერი ჩინეთიდან ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 ნოემბერი 2026 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ნოემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჩინეთიდან ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

მომსახურება რაოდენობა
ტვირთის სახმელეთო ან სარკინიგზო ტრანსპორტირება ჩინეთიდან თბილისამდე, კარიდან კარამდე 1 გადაზიდვა

ტვირთის მონაცემები:

ტვირთის სახეობა კომპიუტერული და ელექტრო აქსესუარები
ყუთების რაოდენობა დაახლოებით 276 მუყაოს ყუთი
ბრუტო წონა 3,597 კგ
მოცულობა 8.83 CBM
საქონლის ღირებულება (დაზღვევისთვის) 26,690 USD
სახიფათო ტვირთი არა (არ შეიცავს ბატარეებს, სითხეებს ან აალებად მასალას)
აღების ადგილი ნინგბო (ბეილუნის რაიონი), ჟეძიანგის პროვინცია, ჩინეთი. ზუსტ მისამართს გამარჯვებულს მივაწვდით
ტრანსპორტის სახეობა სახმელეთო ან სარკინიგზო
შენიშვნა შეფუთვის მონაცემები სავარაუდოა, საბოლოო მონაცემებს გამარჯვებულს მივაწვდით


მიწოდების მისამართი და პირობები:

  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქ. #8
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტვირთის აღება მომწოდებლის საწყობიდან, ტრანსპორტირება, ტვირთის დაზღვევა საქონლის სრული ღირებულებით და მიწოდება მითითებულ მისამართზე. საექსპორტო საბაჟო გაფორმებას ჩინეთში მომწოდებელი უზრუნველყოფს.
  • ტვირთი მზად იქნება დაახლოებით 2026 წლის 5 დეკემბერს. ტვირთი მითითებულ მისამართზე უნდა ჩამოვიდეს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა.

ანაზღაურება:

  • ტვირთის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატში):

დანართი N1 – კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2 - ფასების ცხრილი, სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტირების ფასისა და გზაში ყოფნის ვადის მითითებით;
                        - ფასები მითითებული უნდა იყოს აშშ დოლარში, დღგ-ისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
                        - ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს ტვირთის აღებიდან საწყობამდე მიტანის ჩათვლით, მათ შორის ტვირთის დაზღვევას;

  • ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმებია ფასი და მიწოდების ვადა;
  • შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ტვირთი ვერ ჩამოვა 2027 წლის 31 იანვრამდე, არ განიხილება;
  • გამარჯვებულად ჩაითვლება და ხელშეკრულება გაფორმდება იმ მონაწილესთან, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და წარმოადგენს საუკეთესო ფასს;
  • შემოთავაზებული ფასი ძალაში უნდა იყოს წინადადების წარდგენიდან არანაკლებ 1 თვის განმავლობაში;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადადოს ტენდერი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობისას კითხვები დასვით წერილობით, www.tenders.ge-ს კითხვა-პასუხის პლატფორმის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 60200000 სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 63521000 ტვირთის ტრანსპორტირების სააგენტოთა მომსახურებები
შეკითხვები