ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32757 - აუქციონი RSA ID Plus-ის ლიცენზიების განახლებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 400.00 $
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 21 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს RSA ID Plus E2 ლიცენზიების (100 მომხმარებელი) განახლებისთვის, 3 წლის ვადით, ყოველწლიური ანგარიშსწორების პირობით. დამატებით, პრეტენდენტებმა უნდა დააფიქსირონ 1 წლიანი ხელშეკრულების ფასიც.

შესყიდვის საგანი:

N Part Number დასახელება მოქმედების ვადა რაოდენობა (მომხმარებელი)
1 IDP-E2-S RSA ID Plus E2 – გამოწერა (per user) 3 წელი (08.01.2027 – 07.01.2030) 100

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 3 წლიანი (ან, ბანკის გადაწყვეტილებით, 1 წლიანი) ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება; 

გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში, დღგ-ს გათვალისწინებით.

ვაჭრობა (აუქციონი) ჩატარდება 3 წლიანი ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაზე (დანართი N1, ცხრილი #1).

დამატებით, პრეტენდენტმა დანართი N1-ის ცხრილ #2-ში უნდა დააფიქსიროს 1 წლიანი ხელშეკრულების ღირებულება. 1 წლიანი ფასი ვაჭრობაში არ მონაწილეობს, თუმცა სავალდებულოა პრეტენდენტისთვის და ძალაშია წინადადების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში. ცხრილი #2-ის შეუვსებლობა ჩაითვლება არასრულ წინადადებად.

საბოლოო გადაწყვეტილებას 3 წლიანი ან 1 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ბანკი მიიღებს ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული 3 წლიანი ფასისა და 1 წლიანი ფასის შედარების საფუძველზე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: ლიცენზიები აქტიური უნდა იყოს 2027 წლის 8 იანვრიდან – არსებული ლიცენზიების ვადის ამოწურვისთანავე, მომსახურების შეწყვეტის გარეშე
  • მიწოდების ფორმა: ელექტრონულად – ბანკის არსებულ RSA ID Plus გარემოში ლიცენზიების განახლება/აქტივაცია
  • ვალუტა: დოლარი
  • ხელშეკრულება გაფორმდება 3 წლის ვადით (08.01.2027 – 07.01.2030), ან ბანკის გადაწყვეტილებით – 1 წლის ვადით (08.01.2027 – 07.01.2028)
  • გადახდის პირობა: ყოველწლიური ანგარიშსწორება – ყოველი სალიცენზიო წლის ღირებულების გადახდა განხორციელდება შესაბამისი წლის ლიცენზიების აქტივაციისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • 3 წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში ერთი წლის ღირებულება ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში;
  • ფასი უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს RSA-ის ავტორიზებული პარტნიორის (გადამყიდველის) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;

დამატებითი ინფორმაცია:

წინადადება ატვირთული უნდა იყოს სრულად. მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ყველა მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრზე ინფორმაცია. ბანკს უფლება აქვს არასრულად ატვირთული წინადადების ტენდერიდან დისკვალიფილაციის. 

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თანდართული დოკუმენტაცია

  • დანართი N1 — ფინანსური შეთავაზება;
  • დანართი N2 — ინფორმაცია კომპანიის შესახებ;

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 400 დოლარი
  • ვაჭრობა (აუქციონი) ჩატარდება 3 წლიანი ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაზე (დანართი N1, ცხრილი #1).
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

აუქციონი დაიწყება 30 ნოემბერს, 15:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
ტელ: 579 24 34 75
astepnadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48730000 დაცვის პროგრამული პაკეტები
  • 72268000 პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება
შეკითხვები