27 ნოემბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT32767 - ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნაზე
- გამომცხადებელი: იმედი ელ
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ნოემბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
იმედი L აცხადებს ტენდერს ახალი მობილური აპლიკაციის შექმნაზე
იმედი L ეძებს გამოცდილ ტექნოლოგიურ პარტნიორს, რომელიც კომპანიისთვის ახალი მობილური აპლიკაციის შექმნასა და განვითარებას უზრუნველყოფს.
ტენდერი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა და პირველადი შერჩევა:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების, გუნდის კომპეტენციებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, შესაბამის პორტფოლიოსთან ერთად.
პირველადი შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი გამოცდილებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე procurement@imedil.ge-ზე სათაურით: „მობილური აპლიკაციის ტენდერი“.
კომპანიის პროფილი
- კომპანიის სრული დასახელება/საიდენტიფიკაციო კოდი
- ძირითადი საქმიანობის მიმართულებები;
- საკონტაქტო პირის მონაცემები.
კომპანიის გამოცდილება
- განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი თარიღების მიხედვით;
- მინიმუმ 3 დასრულებული მობილური აპლიკაციის პროექტის აღწერა;
- დაზღვევის, ფინანსური, ჯანდაცვის ან სხვა რეგულირებად სექტორში განხორციელებული პროექტების არსებობის შემთხვევაში მათი მითითება.
პორტფოლიო
- App Store / Google Play ბმულები უკვე განხორციელებულ აპლიკაციებზე;
- პროექტის მოკლე აღწერა და კომპანიის როლი თითოეულ პროექტში;
- კლიენტის დასახელება (თუ კონფიდენციალურობის მოთხოვნა არ ზღუდავს).
ტექნოლოგიური კომპეტენცია
- Flutter, React Native, iOS და Android მიმართულებით გამოცდილების აღწერა;
- Backend/API ინტეგრაციების გამოცდილება;
- Cloud, Analytics, Push Notification და უსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება.
გუნდის შესახებ ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის ტექნიკური გუნდის რაოდენობა;
- მობილური განვითარების გუნდში ჩართული სპეციალისტების რაოდენობა;
- QA და პროექტის მართვის რესურსების არსებობა
II ეტაპი - NDA და პროექტის დეტალების გაცნობა
პირველადი შერჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA), რის შემდეგაც მათ გადაეცემათ ახალი აპლიკაციის დიზაინის Figma ფაილი და პროექტის შესაბამისი დეტალები.
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატის გამოცდილების, პროექტზე გამოყოფილი გუნდის კომპეტენციების, ტექნიკური მიდგომის, განხორციელების ვადებისა და კომერციული შეთავაზების ერთობლივი შეფასების საფუძველზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
ტენდერის კატეგორია:
- 72212000 პროგრამების შემუშავება გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფისათვის