ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32783 - ტენდერი POS ტერმინალების მიწოდების, დაბრუნებისა და დამატებითი საოპერაციო მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 25 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 დეკემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 25 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს POS ტერმინალების მიწოდების, დაბრუნებისა და დამატებითი საოპერაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ჯამური ფასი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ნიმუში;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში  დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი და მახასიათებლები (დანართი 1)
  • მოწოდების პირობები (დანართი 2);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში

სატენდერო მოთხოვნები:

მომწოდებლის კვალიფიკაცია

  • საკურიერო საქმიანობის გამოცდილება და მსხვილი კლიენტების მომსახურების პრაქტიკა;
  • თბილისსა და რეგიონებში კურიერებისა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა;
  • მაქსიმალური დღიური მოცულობა და სარეზერვო რესურსები;
  • ელექტრონული მოწყობილობებისა და მაღალი ღირებულების გზავნილების მიწოდების გამოცდილება;
  • ვებპლატფორმის და ტექნიკური მხარდაჭერის აღწერა;
  • გამოყოფილი კოორდინატორი და ინციდენტებზე რეაგირების პროცესი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 დეკემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია
დოჩი სანებლიძე
tenders@gc.ge
ტელ: +995 577 299 904

ტენდერის კატეგორია:

  • 30123200 ბანკომატები
  • 60160000 საფოსტo გადაზიდვები საავტომობილო ტრანსპორტით
  • 64121200 ამანათის მიტანის მომსახურებები
შეკითხვები