30 ნოემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32788 - აუქციონი ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში მდებარე სერვისცენტრის ორ სხვადასხვა ფართში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 750'000.00 ₾
- ფასის კლების ბიჯი: 4'000.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 25 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ნოემბერი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში მდებარე სერვისცენტრის ორ სხვადასხვა ფართში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
ტექნიკური დავალება და მოცულობა:
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა, მოცულობა და ტექნიკური პარამეტრები (ტექნიკური დავალება) მოცემულია თანდართულ ორ პროექტში.
სამუშაოების შესრულების ვადები:
სამუშაოები უნდა შესრულდეს ერთ მისამართზე მდებარე ორ სხვადასხვა ფართში.
ბექ-ოფისი: სარემონტო სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში.
ფრონტ-ოფისი: სამუშაოები უნდა დაიწყოს 10 იანვარს და დასრულდეს არაუგვიანეს 10 თებერვლისა.
კალენდარული გეგმა-გრაფიკი:
პრეტენდენტმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ბანკთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს ტენდერში გამარჯვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებაში ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს ჯამურად.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 700 000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 100 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე შესაძლოა სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაკავებული იქნეს 1% დან 3%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ შემსრუებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5% დან 10%-მდე.
ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
ანაზღაურების პირობა:
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
შენიშვნა:
- პრეტენდენტებმა დანართი N1 -არსებულ რესურსულ ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
- ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშოების მოცულობა და რიცხოვნობა, რამაც ერთეულის ფასებზე არ უნდა იქონიოს გავლენა გაზრდის მიმართულებით თუ შემცირებული სამუშაოს ღირებულება არ აღემატება სამუშაოების მთლიანი ღირებულების 10%-ს
- ბანკის პოზიციებში მიმწოდებელმა უნდა ჩაწეროს მხოლოდ ხელობის ღირებულება- გენერატორი და UPSწამორადგენს სრულად ბანკის პოზიციას და არის მათ შორის ხელობა განსაფასებელი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 4 000 ლარი
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 750 000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
აუქციონი დაიწყება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე.
ტექნიკურ საკითხებე დაუკავშირდით:
დავით კვარაცხელია
ტელ: 557 95 71 33
ტენდერის საკითხებზე დაუკავშირდით
ბექა მუმლაძე
ტელ: 551 46 20 03
ტენდერის კატეგორია:
- 45111100 შენობის დაშლის სამუშაოები
- 45311000 ელექტროგაყვანილობებისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟი
- 45314300 საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი
- 45330000 მილგაყვანილობისა და სანტექნიკის მონტაჟი
- 45453000 კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია