4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32806 - ტენდერი სკვერის კეთილმოწყობის (ლანდშაფტური, სამშენებლო) სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია York Holding Group აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, სოფ. ტაბახმელაში მდებარე Vista Garden-ის კომპლექსის ზედა სკვერის კეთილმოწყობის (ლანდშაფტური, სამშენებლო და გამწვანების) სამუშაოების შესყიდვაზე.
პროექტის აღწერა და ეტაპობრიობა პროექტი მოიცავს ზედა სკვერის კეთილმოწყობას, მათ შორის:
- საფეხმავლო ბილიკების მოწყობას;
- ბორდიურების მოწყობას;
- საბავშვო მოედნის მოწყობას;
- საჩრდილობლებისა და პერგოლების მოწყობას;
- სკამებისა და მაგიდების მონტაჟს;
- გარე განათების მოწყობას;
- სხვა თანმდევ სამუშაოებს პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სამუშაოების განხორციელების ეტაპები:
- I ეტაპი: მოცემულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში (BOQ) და მოიცავს პირველადი სამუშაოების ნაწილს. აღნიშნული ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულდეს გაზაფხულზე.
- II ეტაპი (დარჩენილი სამუშაოები): მოიცავს სრული BOQ-ის დარჩენილ ნაწილს, რომელიც განხორციელდება I ეტაპის დასრულების შემდეგ (ზუსტი ვადები და მოცულობები დაზუსტდება დამატებით).
ფასის წარმოდგენის წესი პრეტენდენტებმა ფასები უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვის (EXCEL-ის ფორმატში) სახით, რომელიც დათვლილი უნდა იყოს თანდართული I ეტაპის პროექტისა და BOQ-ის მიხედვით. წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს:
- მასალების ღირებულებას;
- ტრანსპორტირების ხარჯებს;
- მუშახელის ანაზღაურებას;
- ტექნიკისა და მექანიზმების ხარჯებს;
- ზედნადებ ხარჯებს;
- გადასახადებს;
- სამუშაოს სრულფასოვანი შესრულებისთვის საჭირო ყველა სხვა ხარჯს.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- შევსებულ BOQ ფაილს (I ეტაპის სამუშაოებზე);
- I ეტაპის სამუშაოების შესრულების სავარაუდო გრაფიკსა და ვადებს (გაზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით);
- გადახდის პირობებს (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი პირობების მითითებით);
- ანალოგიური შესრულებული პროექტების ჩამონათვალს (მინიმუმ 3 პროექტი);
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- საგარანტიო პირობებს;
- რეკომენდაციებს (სურვილისამებრ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც:
- საქმიანობენ სამშენებლო ან ლანდშაფტური მოწყობის მიმართულებით;
- გააჩნიათ მსგავსი ტიპის პროექტების შესრულების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
წინადადებების წარმოდგენა პრეტენდენტებმა სრული სატენდერო პაკეტი (BOQ, გამოცდილება, სამუშაოების ვადები, საგარანტიო პირობები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
- E-mail: Procurement@yorktowers.com
- წერილის სათაური: [Vista Garden] ტენდერი — ქვედა სკვერის მოწყობის სამუშაოები (I ეტაპი)
საკონტაქტო ინფორმაცია
ადმინისტრაციული საკითხები: ნიკა — 577 689 474
ტექნიკური საკითხები: ირაკლი — 577 994 220
პროექტთან დაკავშირებით საკითხები: ბექა — 593 760 613
დამატებითი პირობები York Holding Group იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს, დააზუსტოს ან გააუქმოს ტენდერის პირობები და პროცესი, პრეტენდენტების წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 39142000 ბაღის ავეჯი
- 45112711 პარკების მოწყობის სამუშაოები
- 45210000 შენობების მშენებლობა
- 45232452 დრენაჟთან დაკავშირებული სამუშაოები
- 45233161 ტროტუარების სამშენებლო სამუშაოები
- 45236210 სანიველირო სამუშაოები ბავშვთა სათამაშო მოედნებისთვის
- 45262310 რკინა-ბეტონის სამუშაოები
- 45316100 გარეგანათების მოწყობილობების მონტაჟი