ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32816 - ტენდერი თბილისი მოლისა და სითი მოლი გლდანის ტერიტორიაზე საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სილქნეტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს თბილისი მოლისა და სითი მოლი გლდანის ტერიტორიაზე საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კონტრაქტორის მოძიებასა და შერჩევაზე. 

ქვემოთ მოცემულია შესასრულებელი სამუშაოები და მომსახურების მოთხოვნები:

  • სავაჭრო მოლებში, ბიზნესცენტრებსა და სხვა კომერციულ/სპეციფიკურ ობიექტებზესაკომუნიკაციო და ოპტიკური კაბელის გაყვანასთან დაკავშირებული არასტანდარტულისამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
  • კაბელის გაყვანა შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურაში, მათ შორის არსებულ საკაბელოარხებში, შახტებში, ჭერში, ტექნიკურ სივრცეებსა და სხვა რთულად მისადგომ ადგილებში.
  • საჭიროების შემთხვევაში, საკაბელო ტრასის მოწყობა და კაბელის უსაფრთხოდ დამაგრება.
  • კაბელის ობიექტში შეყვანა და განსაზღვრულ საბოლოო წერტილამდე მიყვანა.
  • ახალი აბონენტის დამატების შემთხვევაში, საკაბელო ხაზის მიყვანა შესაბამის ოფისამდე.
  • აბონენტის ოფისის ადგილმდებარეობის ცვლილების შემთხვევაში, არსებული საკაბელოხაზის გადაადგილება ახალ ლოკაციაზე.
  • არსებული კაბელის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული მონაკვეთის ან, საჭიროებისშემთხვევაში, სრული კაბელის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
  • საკაბელო ხაზზე წარმოქმნილი დაზიანების აღმოფხვრა დაზიანების დაფიქსირებიდანარაუგვიანეს 24 საათისა.
  • სამუშაოების შესრულებისას ობიექტის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული ტექნიკური,უსაფრთხოებისა და დაშვების მოთხოვნების დაცვა.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ სამუშაო ზონის მოწესრიგება და შესრულებული სამუშაოსშესაბამისი დოკუმენტაციისა და ფოტომასალის წარმოდგენა.
  • მოწყობილი საკაბელო ქსელის სქემის წარმოდგენა, შესაბამისი მარკირებების მითითებით.

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს და შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2026 წლის 11 დეკემბრის  ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

  • ტენდერის ნომერი: 2026/23
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2026  წლის 11 დეკემბრის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; 
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური:  სატენდერო კომისია

საკონტაქტო პირი:

ზეზვა მათიაშვილი
ტელ: 595 338802
tenders@silknet.com
zmatiashvili@silknet.com

ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 32562000 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები
  • 45314300 საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი
  • 50332000 სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები