ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32824 - ტენდერი Lenovo ThinkAgile HX3321 სერვერის სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს Lenovo ThinkAgile HX3321 სერვერის სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ.), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ.) და ტექნიკური დავალების (დანართი#1) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. 

შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:

  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება: სს „ბანკი ქართუ“ (Lenovo ThinkAgile HX3321 სერვერის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა).
  • პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 2 დეკემბერი.
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000
ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (600)
procurement@cartubank.ge

ტექნიკურ საკითხებზე:

გიორგი ტერ-ნერსესოვი
მობილური ნომერი: (+995) 599 888 887
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (444)
procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სმნ-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები: 

იხ. დანართი - ტექნიკური დავალება 

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 30237000 კომპიუტერების ნაწილები, აქსესუარები და სათადარიგო ნაწილები
შეკითხვები