4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32827 - ტენდერი სეპტიკური სისტემის მოწყობაზე (მიწოდება/მონტაჟი)
- გამომცხადებელი: ევროპანელ ჯგუფი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ავროპანელ ჯგუფი აცხადებს ტენდერს სეპტიკური სისტემის მიწოდებასა და მონტაჟზე.
ლოკაცია: საქართველოს მასშტაბით.
რაოდენობა
| დასახელება | რაოდენობა |
| სეპტიკური სისტემა (მიწოდება/მონტაჟი | 30-50 ცალი |
მიწოდება/მონტაჟი ეტაპობრივად, შემსყიდველის შეკვეთის შესაბამისად. შემსყიდველს არ აქვს სრული რაოდენობის შესყიდვის ვალდებულება.
ტექნიკური მოთხოვნები
სეპტიკი მოეწყოს არანაკლებ 5 მ³ ორგანყოფილებიანი სისტემით, გაიტიხროს შიდა კედლით, ხვრელების საშუალებით წყალი გადავიდეს სუფთა ზონის განყოფილებაში: I – დაბინძურებული ზონა (ფეკალური წყლის მიმღები), II – სუფთა ზონა, საიდანაც მილის საშუალებით წყალი გადავა ახლოს მდებარე საფილტრაციო (სადრენაჟე) ჭაში. ჭის ჩაღრმავება დაზუსტდეს ადგილზე, ჭაში მილის ძირის ნიშნულიდან ჩაღრმავება არანაკლებ 1 მ-ისა, ჭის ძირზე ჩაიყაროს ქვიშა-ხრეშის საფილტრაციო ფენა 30 სმ-ზე, წყალი გაიწოვება გრუნტში.
სეპტიკის სრული მოცულობა განისაზღვროს 3 დღის წყლის მოხმარებით, ხოლო ბიოლოგიური გამწმენდი მოწყობილობის მოცულობა – 1 დღის მაქსიმალური წყლის მოხმარებით, შესაბამისი საინჟინრო გაანგარიშებით. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო ექსპლუატაციას, მარტივ ტექნიკურ მომსახურებას და წელიწადში ერთხელ ასენიზაციის მანქანით სრული დაცლა-გასუფთავების შესაძლებლობას.
გარანტია: არანაკლებ 5 წელი.
გადახდის პირობები:
- ანაზღაურება განხორციელდება მიწოდებიდან და მონტაჟიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი: finance@europanels.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები