ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3299 - ტენდერი გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატების შესყიდვაზე #19/12-NEO-P/PB-17

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • გაზგასამართი სვეტების ავტომატიზირებული მართვის აპარატი - 60 ცალი;

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ აპარატების კომპლექტაცია.

შენიშვნა:

  • ტექნიკა (Hardware) გათვლილი უნდა იყოს საოპერაციო სისტემა Windows 8.1-ზე ან მომდევნო ვერსიებზე;
  • თერმული პრინტერის, პლასტიკური ბარათის წამკითხველისა და შტრიხკოდის სკანერების მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ.
  • აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა მოხდება დამკვეთის მიერ.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალური ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე: საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.12.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 76100000 პროფესიონალური მომსახურებები გაზის მრეწველობისათვის
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა