ჩაბარების ვადა:

5 იანვარი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3300 - ტენდერი საპროექტო და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის რაიონში, სოფელ ყვიბისში მდებარე ბორჯომის #2 ჩამომსხმელი ქარხნის საწარმოო კორპუსისა და საწყობის საპროექტო და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ პირს.

წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი. დალუქულ კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება. სატენდერო წინადადება მოქმედებს ტენდერში გამარჯვებულ კონკურსანტთან ხელშეკრულების დადებამდე. წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით კომპანიის ბლანკზე მითითებულ საფოსტო მისამართზე (თბილისი 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. 80) დალუქული კონვერტებით. ვადის გადაცილებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება და დაუბრუნდება კონკურსანტს.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს და სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი საპროექტო და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში);
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სახის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია საპროექტო და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ (ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმები. ამასთან, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება, მათ მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოთაღნიშნულ საპროექტო და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე.

გამარჯვებული კონკურსანტი (შემსრულებელი) ვალდებულია ავანსის მიღებამდე, თუ მის მიერ სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი ავანსი გადააჭარბებს დამკვეთის შიდა პოლიტიკით განსაზღვრულ ლიმიტს, წარუდგინოს დამკვეთს ამ უკანასკნელისთვის მისაღები და ხელშეკრულებით განსაზღვრული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ავანსის თანხის ექვივალენტ თანხაზე, სამუშაოების წარმოების ვადით. აღნიშნული გარანტიისთვის ხარჯის შესაძლებლობა კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს და ცალკე მიუთითოს წინადადებაში.

სატენდერო კომისიას უფლება აქვს ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის კონკურსანტს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

სატენდეროდ წარმოდგენილი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების აღწერა და საორიენტაციო ჩამონათვალი მოცემულია ტექნიკურ დავალებაში, დანართ #1 და დანართ #2-ში.

საკონკურსო პირობებთან და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი განმარტების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს:

  • მიხეილ შარაშენიძე - msharashenidze@borjomi.com  - ორგანიზაციულ საკითხებზე;
  • გოჩა ლომიძე - glomidze@borjomi.com  – ტექნიკურ საკითხებზე;
  • გიორგი ჯოხარიძე gjokharidze@borjomi.com  - იურიდიულ საკითხებზე;
  • კოკა მგელაძე kmgeladze@borjomi.com  - შესყიდვების საკითხებზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები