29 დეკემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3301 - ტენდერი ტელეფონის სამაგრ მაგნიტისა და ტანსაცმლის საკიდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge
საწვავის ხარისხისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო კომპანია ფრეგო-ს წარმატების გასაღები. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა განაპირობებს მომხმარებლისთვის საჩუქრების მომზადებას.
კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ავტომობილში განსათავსებელ: ტელეფონის სამაგრ მაგნიტისა და ტანსაცმლის საკიდის შესყიდვაზე.
სატენდერო მოთხოვნები:
- რაოდენობა: 1000, ან 1500, ან 2000 ცალი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შემოგვთავაზოთ 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით განფასება ტელეფონის სამაგრი მაგნიტისა და ტანსაცმლის საკიდის შესყიდვაზე ცალ ცალკე შემდეგი რაოდენობებისთვის: 1000 ან 1500 ან 2000 ცალი.
ასევე გთხოვთ მიუთითოთ ზემოთმოყვანილი პროდუქციის მოწოდების ვადა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge
საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები