ჩაბარების ვადა:

9 იანვარი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3304 - ტენდერი საკონსულტაციო და სასერთიფიკაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქკაბელი“ აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო და სასერთიფიკაციო მომსახურების შესყიდვაზე:

შესასყიდი მომსახურება მოიცავს საკონსულტაციო და სასერთიფიკაციო მომსახურების 3 სახეობას:

  • გადასვლა ისო 9001:2015-ზე საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (შემუშავება, ტრენინგები) და სასერტიფიკაციო აუდიტი ისო 9001:2015 (შემოთავაზებული აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანოს შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტი);
  • შრომის ჰიგიენის და უსაფრთოხების მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად (შემუშავება, დანერგვა და ტრენინგები);
  • პროდუქტის სერტიფიკაციის და CE ნიშნის მისაღებად საჭირო საკონსულტაციო სამუშაოები (შემუშავება, დანერგვა და ტრენინგები) და სერტიფიკაცია CE ნიშნის მისაღებად (ნოტიფიცირებული ორგანოს შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტი).

საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ვალდებულება სასერთიფიკაციო აუდიტის დროს:
საკონსულტაციო ორგანიზაციამ უნდა აიღოს სრული ვალდებულება სასერთიფიკაციო აუდიტის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასერთიფიკაციო აუდიტის შედეგად გამოვლენილი იქნება რაიმე შეუსაბამობა, რომელიც გახდება სასერთიფიკაციო ორგანოს მიერ სერთიფიკატის გაცემაზე უარის თქმის და დამატებითი აუდიტის მოთხოვნის მიზეზი, მაშინ საკონსულტაციო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი იმ დამატებითი ხარჯების გაწევა, რომელიც შესაძლოა თან სდევდეს დამატებით აუდიტების ჩატარებას, სერთიფიკატის გაცემამდე.

შეთავაზების წარმოდგენის ფორმატი:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება სამივე სახეობისთვის, სათითაოდ.

ცალკეული შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • შესასრულებელი ეტაპების დასახელებას;
  • ეტაპების აღწერას და შესრულების მეთოდიკას;
  • შემოთავაზებული ტრენინგების დასახელებას, მოკლე შინაარს და ტრენინგის პროგრამას;
  • სათითაოდ ყველა ეტაპის ღირებულებას (ეროვნულ ვალუტაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკონსულტაციო ორგანიზაციის მიმართ:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ისო 9001 და OHSAS 18001 მომსახურებაზე;
  • მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებთანაც გაწიეთ მომსახურება ბოლო წლების განმავლობაში ისო 9001 და OHSAS 18001 მომსახურებაზე;
  • CE ნიშნის მომსახურებაზე გამოცდილება (მინიმუმ 1 ორგანიზაცია), დადასტურებული სარეკომენდაციო წერილით და გაცემული სერტიფიკატით.
  • მოთხოვნები კონსულტანტების მიმართ:
    - ტრენინგები და კონსულტაციები უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, თარჯიმნის თანდასწრებით;
    - საკონსულტაციო ჯგუფის ლიდერს მოეთხოვება მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის სფეროში. გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია დამადასტურებელი სერთიფიკატებით, ისო 9001:2015 და OHSAS 18001 წამყვანი და/ან შიდა აუდიტორის კვალიფიკაციით (IRCA-ს ან მისი ექვივალენტი);
    - საკონსულტაციო ჯგუფის სხვა წევრები: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების შემუშავების და დანერგვის სფეროში (განმტკიცებული შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატებით);
    - ტრენერების კვალიფიკაცია: ტრენერების სერტიფიკატები და გამოცდილება, ტრენერის კვალიფიკაციის მოწმობა, გაცემული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომელიც ეწევა მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო მომსახურებას (სერთიფიკატების ასლი);
  •  მომსახურების სრული კალკულაცია სამივე სახეობისთვის (თავისუფალი ფორმით).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

არასრულად მოწოდებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ინფორმაციის შემთხვევაში მოწოდებული განაცხადები არ განიხილება.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო განაცხადი და სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 იანვარი, 18:00 საათამდე.

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: office@sakcable.ge ; g.khudoian@sakcable.ge ; n.zhorzholadze@sakcable.ge 

საკონტაქტო პირი: ნინო ჟორჟოლაძე
ტელ.: 032 2 221418 (შიდა 214)
მობ.: +995 599 676 090

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები