ჩაბარების ვადა:

27 დეკემბერი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3305 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები #20/12-NEO-S/CR-17

მომსახურების აღწერა:

  • შპს ნეოგაზი-ს საკუთრებაში არსებული ქვიტირის ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები.
  • სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიტირი, შპს ნეოგაზის ავტო გაზგასამართი სადგური.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
  • კონსტრუქციული ნახაზები.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური (მსგავსი) გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა: საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.12.2017, 15:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები