ჩაბარების ვადა:

4 იანვარი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3319 - ტენდერი დამხმარე აღჭურვილობების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს დამხმარე აღჭურვილობების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

  • ფიქსირებული ფასები: ზემოაღნიშნული ფასები მყარია და ფიქსირებული და ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში არ ექვემდებარება ცვლილებას (მინიმუმ 30 კალენდარული დღე).
  • მოწოდების გრაფიკი: მოწოდება უნდა მოხდეს ზემოთ მოყვანილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 10 იანვრისა კონტრაქტის ხელმოწერის თარიღიდან.
  • გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარებში. შესყიდვის კონტრაქტის ღირებულების 80% გადახდა შესაძლებელია მოხდეს საავანსოდ, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულების საბოლოო ანგარიშსწორება 20%-ის ოდენობით განხორციელდება არაუგვიანეს 30 (კალენდარული) დღისა საქონლის მოწოდების, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. წარმოსადგენი დოკუმენტებია: მომწოდებლის ინვოისი (დედანი და ორი ასლი), სადაც მოცემულია საქონლის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი თანხა.
  • გარანტია: შემოთავაზებულ საქონელს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის გარანტია სულ ცოტა 12 (თორმეტი) თვის ვადით დამკვეთისათვის მიწოდების მომენტიდან. გთხოვთ, დეტალურად მიუთითოთ კონკრეტული საგარანტიო პერიოდი და პირობები.
  • მოწოდების პირობების დარღვევა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ყოველგვარი ვალდებელების წარმოშობის გარეშე გააუქმოს გაცემული კონტრაქტი, თუკი მომწოდებელი ვერ შეძლებს საქონლის მოწოდებას ზემოთ მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები.
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N40/1, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com  არაუგვიანეს 2018 წლის 4 იანვრის 16:00 საათამდე.

საკონტაქტო პიროვნება: გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
შესყიდვების მენეჯერი

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია