18 იანვარი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3352 - ტენდერი ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორებით აღჭურვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორებით აღჭურვაზე.
ტენდერის მოთხოვნები:
- ორმაგი, წინა და უკანა ხედვის კამერები
- კამერას სალონში უნდა გააჩნდეს მონიტორი
- GPS მარშუტის განსაზღვრა Google-ის რუქებში
- 1920X1080 მთლიანი HD ვიდეო რეზოლუცია
- უნდა ქონდეს შესანიშნავი ღამის ხედვის შესაძლებლობა, ფართო დინამიური დიაპაზონი, რომელიც საშუალებას მისცემს კამერას კარგი ხარისხით ჩაიწეროს სუსტად განათებულ გარემოში.
- ობიექტივი: 170 0 ხედვის არეალით
- კამერას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ჩანაწერების 3, 5 და 10 წუთიანი ინტერვალებით გაკეთების და ფაილებში შენახვის მანამდე სანამ ჩიპი არ შეივსება.
- ავარიის ავტომატური აღმოჩენა- (G- სენსორი) ავტომატურად უნდა დაიბლოკოს და შეინახოს ნებისმიერი ვიდეო ფაილი, რომელიც დაფიქსირდება მაშინ, როდესაც კამერა აღმოჩნდა მკვეთრი გადაადგილების ან მკვეთრი შეცვლის პოზიციაში.
- ავტომანქანებზე ინსტალაცია
- 128 გბ მიკროჩიპი
- მინიმუმ 2 წლის გარანტია და მომსახურება
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრულად შევსებული დოკუმენტი;
- ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
- პროდუქციის ღირებულება უნდა მოგავწოდოთ ლარში დღგ.ს ჩათვლით
- ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2018 წლის 18 იანვარი 18:00 საათი.
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: Ramina.Mamedova@finca.ge ; Tamaz.Chomakhidze@finca.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა