ჩაბარების ვადა:
18 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3362 - ტენდერი მონეტების სათვლელი მანქანების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს მონეტების სათვლელი მანქანების შესყიდვაზე.
ტექნიკური მახასიათებლები
- მონეტების სათვლელი მანქანა – 30 ცალი
მოთხოვნები:
- სასურველი მოდელი - Scan coin 303;
- თვლის სიჩქარე მინიმუმ 1800 მონ/წთ;
- მიმწოდებელი მოწყობილობა უნდა იტევდეს მინიმუმ 1000 მონეტას;
- მიმღები მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ნამდვილი და საეჭვო კატეგორიის ჯიბეებისაგან;
- თვლა უნდა ხორციელდებოდეს ერთი ნომინალის არჩევით მექანიკური გადასართავების მეშვეობით;
- თვლის ელექტრონული სისტემა არანაკლებ 6 თანრიგიანი ინდიკატორით;
- წინასწარ დაპროგრამებულ რაოდენობაზე ავტომატური გაჩერება;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%.
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
- საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება;
- მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
- 5 წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილებით მომარაგება თითქმის უცვლელ (სტაბილურ) ფასებში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, დეტალური აღწერის მიხედვით: პუნქტი N1 - მიეთითება მონეტების სათვლელი მანქანის
ღირებულება, პუნქტი N2 - ფულის სათვლელი აპარატის; - გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულების დღეს (14:00 საათიდან).
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ლადო სიჭინავას - 599 74 00 41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=839&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა