18 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3363 - ტენდერი ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირებასა და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ბანკის საოფისე და გარე ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირება და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე;
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
- კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
- კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით; - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 იანვრიდან – 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
- დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გიორგი ჩხიკვაძეს:
- ტელ: 2 444 444 (7771);
- მობ: 591050630 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდეგ;
- სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
- ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 10 (ათი) ლარს;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, მომსახურების ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ჩხიკვაძეს- 591050630
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=840&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი