ჩაბარების ვადა:
25 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3372 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის მინერალური ქვაბამბების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ტიპის მინერალური ქვაბამბების შესყიდვაზე 03/01-MEG-P/MAT-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
# | დასახელება | სისქე | ზომის ერთეული | რაოდენობა |
1 | მინერალური ქვაბამბა | 80მმ | მ2 | 200 |
2 | მინერალური ქვაბამბა | 100მმ | მ2 | 400 |
3 | მინერალური ქვაბამბა | 120მმ | მ2 | 400 |
- ქვაბამბები შეფუთული უნდა იყოს მავთულბადეში;
- უნდა უძლებდეს 600° C ტემპერატურას;
- სიმკვრივე - არანაკლებ 80 კგ/მ3;
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას სხვადასხვა პოზიცია შეიძინოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N2ა; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
- მურთაზ სვანი; საკონტაქტო ნომერი: 599 18 53 72;
- თეიმურაზ ჩიჩუა; საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები