ჩაბარების ვადა:
29 იანვარი 2018, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT3386 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესყიდვაზე 17/01-GIEC-P/UNI-18
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1: სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა - 165 კომპლექტი;
- ლოტი N2: სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა - 165 წყვილი;
დართულ ფაილში, გთხოვთ იხილოთ: შესყიდვის სპეციფიკაცია თითოეული ლოტისათვის
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2; - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (ბრენდირების გარეშე);
- შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
- ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 იანვრის 15:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18800000 ფეხსაცმელი