1 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3389 - ტენდერი ინერტული მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი" აცხადებს ფასთა გამოკითხვას შემდეგი სახის მომსახურებაზე: შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ ბეტონის ქარხნებში ინერტული მასალების შესყიდვაზე, კერძოდ:
- ქვიშა 0/2მმ
- ქვიშა 0/5მმ
- ღორღი 5/10მმ
- ღორღი 10/20მმ
მიწოდების ადგილი: შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის თბილისის ბეტონის ქარხნები:
- მარნეულის ქუჩა, ფონიჭალა
- 14 ფეიქართა ქუჩა
- 21 წყალსადენის ქუჩა
- 6 თვალჭრელიძის ქუჩა, ორხევი
- მაისურაძის ქუჩა, გლდანი, თბილისის შემოვლითი გზის მიმდებარედ
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება და რეკვიზიტები
- ქარხნის ზუსტი ადგილმდებარეობა და მანძილი ჰაიდელბერგცემენტის ბეტონის ქარხნებამდე
- 2017 წლის ბრუნვა (დეკლარაციის საფუძველზე)
- ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ფრაქციების მიხედვით
- მოქმედი ლიცენზიების ასლები
- სატვირთო ტრანსპორტის ჩამონათვალი
- ქარხნის მოკლე აღწერილობა და დანადგარების ჩამონათვალი
- ფასი ადგილზე დატვირთვის და დღგ-ს ჩათვლით, ლარი/ტონა
- ფასი მიწოდებით დღგ-ს ჩათვლით, ლარი/ტონა
დაინტერესებულ პირებს ან კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნების დღიდან, ქვემოთ მოცემულ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 21, მე-6 სართული
ტელ: +995 32 247 47 47 (114)
+995 577 99 86 29
ელ. ფოსტა: David.merkviladze@heidelbergcement.ge
დავით მერკვილაძე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 01 თებერვალი.
წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით!
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 14200000 ქვიშა და თიხა