12 თებერვალი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT340 - კვალიფიკაციის მიღების / სპეციალიზაციის შესაძლებლობათა მიმოხილვა და ანალიზი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
პროექტის ნომერი: 13.2144.7-004.00
პროექტის სახელწოდება: GIZ – კერძო სექტორის განვითარებასაქართველოში
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 12.02.2015 -ის 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება - The survey and analysis of qualification offers relevant for hotels and accommodation services in Georgia
- წარწერა “კონფიდენციალურია”
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის გამზ. 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 13.2144.7-004.00
და აგრეთვე ნომერი 83194385
და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201802
Eteri.konjaria@giz.de
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.02.2015-სთვის.