ჩაბარების ვადა:
31 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3402 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ტიპის ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე 24/01-MEG-P/ITINF-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
# | დასახელება/მოდელი | რაოდენობა (ცალი) |
1 | WS-C2960L-24TS-LL Catalyst 2960L 24 port GigE, 4X1G SFP, LAN Lite | 2 |
2 | WS-C2960L-48TS-LL Catalyst 2960L 48 port GigE, 4X1G SFP, LAN Lite | 5 |
3 | WS-C3650-24TS-L Cisco Catalyst 3650 24 port Data 4X1G Uplink LAN Base | 2 |
4 | PWR-C2-250WAC/2 250W AC Config 2 Secondary Power Supply | 2 |
5 | C3650-STACK-KIT- Cisco Catalyst 3650 Stack Module | 2 |
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ხუნჩუკაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 591 50 87 21;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 31 იანვარი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 32400000 ქსელები