12 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3404 - ტენდერი მეორადი ლითონის ნარჩენების (ჯართის ) გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“-ს აცხადებს ტენდერს წლის განმავლობაში დაგროვილი მეორადი ლითონის ნარჩენების (ჯართის) გაყიდვის შესახებ.
გასაყიდი ჯართის რაოდენობა ყოველ ჯერზე განისაზღვრება ფაქტიური დატვირთვის შესაბამისად .
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს."მინა"-ს სათაო ოფისში (მცხეთის რაიონი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 12 თებერვლის 18:00 სთ-მდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
შემოთავაზება
წლის განმავლობაში 1 ტონა ჯართის შესყიდვის ღირებულება დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; გადაწყვეტილების მიღების პროცესი გრძელდება 1 -4 კვირამდე.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება!
განიხილება მხოლოდ 12 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდეთ
577 33 44 08 -ზექი ბილგინი
ტენდერის კატეგორია:
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები