ჩაბარების ვადა:
7 თებერვალი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3405 - ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე 24/01-NEO-S/APP-18
მომსახურების აღწერა:
- აპლიკაციის პლატფორმა - ანდროიდი, IOS;
- აპლიკაცია მორგებული უნდა იყოს პლანშეტურ კომპიუტერებზე;
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: მობილური აპლიკაციის ძირითადი მოთხოვნები.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მობილური აპლიკაციის პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების დეტალურ აღწერილობას;
- პროექტის ფაზებსა და პროექტის შესრულების ვადას;
- პროექტის შესრულებისა და აპლიკაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფების ჩამონათვალს.
- საგარანტიო მომსახურების პირობებს;
- გარანტიის შემდგომი მომსახურების ღირებულებას;
- მობილური აპლიკაციის ღირებულებას ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
- ანგარიშსწორების პირობებს;
- პროექტის სრულფასოვნების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას; - ინფორმაცია კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი პროექტების შესახებ.
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
- ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე პროექტში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: მარიამ დიდებაშვილი. საკონტაქტო ნომერი: 593 14 94 14;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 თებარვალი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48500000 საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები