12 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3424 - ტენდერი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ წლის განმავლობაში დადგენილი პერიოდულობითა და საჭიროების შემთხვევაში.
მომსახურების ჩამონათვალი:
- ობიექტის წინასწარი გამოკვლევა, მომსახურების კონკრეტული მიმართულების დადგენის მიზნით.
- პარაზიტების შემთხვევაში დამატებითი კონტროლი.
- მღრენელების კონტროლი (ხაფანგები და იზოლაცია).
- მხოხავი მწერების კონტროლი.
- სისტემების მონტაჟი.
- გეგმიური მონიტორინგის საკონტროლო დაკვირვება.
- მფრინავი მწერების კონტროლი.
- ფანჯრებზე და კარებზე , მწერების დამცავი ბადეების დამონტაჟება საჭიროების შემთხვევაში
- საჭიროების შემთხევაში, შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იქნება დამატებით სამუშაოების შესრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2018 წლის 12 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- საბანკო რეკვიზიტები
- რეკომენდაცია ( 3 – 5 ორგანიზაციიდან)
- შემოთავაზება - განფასება კვარტალურად სამუშაოთა ჩატარების ჯამური ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;
ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
- ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ; MZUBASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
+995 32 244 99 87 - მარინა ზუბაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება