5 თებერვალი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3427 - ტენდერი ლამინატის მასალაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცეცხლგამძლე, არა აალებადი ლამინატის მასალის შესყიდვაზე.
N | დასახელება | აღწერა | განზომილება | ერთეული ფასი |
1 | ლამინატი | ცეცხლგამძე, არა აალებადი მასალა (თეთრი) | 1მ2 | |
2 | ლამინატი | ცეცხლგამძე, არა აალებადი მასალა (ხის ფაქტურით) | 1მ2 | |
3 | ლამინატი | ცეცხლგამძე, არა აალებადი მასალა (ნარინჯისფერი) | 1მ2 |
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მოთხოვნილი მასალის გამოყენებით შესაძლებელი უნდა იყოს ავეჯის დამზადება;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასალის შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი (ფასის შეთავაზებასთან ერთად);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 29 იავრიდან 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ტარას მირგატია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7437)
მობ.:(+995 599) 100 833
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=848&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები