15 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3430 - ტენდერი კირქვის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს კირქვის შესყიდვის შესახებ.
პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები იხილეთ დანართში.
- პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 7500 ტონა;
- პროდუქციის სახე : დაფქული - 0,3მმ ფრაქციით;
- მიწოდების პირობები: პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს კირქვის დაცლის უბანზე;
- სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;
უპირატესობა მიენიჭება სარკინიგზო გზით კირქვის მიღებას;
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 15 თებერვლამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
შემოთავაზება- განფასება 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სახმელეთო ტრანსპორტირების ჩათვლით, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ჩათვლით ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 15 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 87 - ზექი ბილგინი
ტენდერის კატეგორია:
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი