ჩაბარების ვადა:
15 თებერვალი 2015, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT345 - ფასთა გამოკითხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ გეგმავს ქ. თბილისში, გაზაფხულის ქ.#14-ში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ადმინისტრაციული შენობის კიბის უჯრედში.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ და ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა:
- კიბის საფეხურების მოპირკეთება ბუნებრივი ქვით (1.45X30X13)- 72 ც.
- იატაკის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით - 45 მ2
- ალუმინის მოაჯირის მოწყობა - 45 გრძ/მ
- გიბსოკარდონის ფილებით კედლების მოწყობა - 340 მ2
- გიბსოკარდონის კედლების შეღებვა - 340 მ2
- ელ. სანათების მოწყობა (დიოდური სანათი) - 30ც
- ელ. ჩამრთველ ამომრთველების მოწყობა - 6ც
- მდფ-ის კარის მონტაჟი 1ც
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილება.
მოვალეობები:
- შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია პრედენდენტის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
- ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.
დამატებითი პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14, II სართული, ოთახი #12;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, შესრულების ვადა, ხარისხი.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: G_beridze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 599885575 - გიორგი.