ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3461 - მოწვევა კონფერენციაზე: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ინფრასტრუქტურის პროექტები, მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვები

აღწერილობა: 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო იწვევს კომპანიებს  სამშენებლო-საპროექტო კომპანიების კონფერენციაზე.

კონფერენცია მიზნად ისახავს, დაინტერესებული კომპანიებისთვის ინფრასტრუქტურული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობას, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებშია დაგეგმილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვების, საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის და თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის სამშენებლო პროექტების შესახებ.

2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, 6 თებერვლამდე, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე წერილის გაგზავნით - rgobejishvili@mcageorgia.ge 

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი/გვარი, კომპანიის სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ, +995 32 2428 528 (ext: 118)

  • ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ინფრასტრუქტურის პროექტები, მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვები
  • ოთხშაბათი, 7 თებერვალი, 2018, 11:00 საათი (რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, მობრძანდეთ 10:30 საათიდან)
  • ქორთიარდ მარიოტის სადღესასწაულო დარბაზში თავისუფლების მოედანი #4
    RSVP to rgobejishvili@mcageorgia.ge  ტელ: +995 32 2428 528 (ext: 118)

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია