19 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3462 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავების შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 19 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
შემოთავაზება , ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე შემდეგი სახით:
- მანუალურად კუთხედზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ავტომატურად ( ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
- ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 14 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 19 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები