ჩაბარების ვადა:
12 თებერვალი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3473 - ტენდერი ფულის ნეკნების შესაფუთი ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ფულის ნეკნების შესაფუთი ქაღალდის შესყიდვაზე.
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 5 თებერვალი – 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1 გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით - ლადო სიჭინავა 599 740041
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=855&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები