ჩაბარების ვადა:
2 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3535 - ტენდერი სამსხვრეველას შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მასალის: სამსხვრეველას შესყიდვაზე #21/02-GB-P/CRUSHER-18
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- სამსხვრეველას ტიპი - ყბებიანი სამსხვრეველა СМД 110 ტიპის.
- რაოდენობა - 1 ცალი.
შესაძლოა წინადადებების განხილვა მეორად სამსხვრეველაზეც.
შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 20 37 77.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 02.03.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 43500000 მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები
- 43700000 მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები