12 მარტი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3557 - ტენდერი ქვანახშირის ტრანსპორტირებაზე
- გამომცხადებელი: საქნახშირი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 მარტი 2018 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის: კერძოდ ქვანახშირის ტრანსპორტირებაზე #27/02-SAQN-S/TR-18
ტენდერის აღწერილობა:
- ქვანახშირის გადაზიდვა მაღალი ტვირთამწეობის თვითმცლელი ავტომობილებით ქ. ტყიბულიდან (თაბუკაშვილის ქ. #13. გფ) ქ. ზესტაფონში (საქარხნოს ქ. #9. შპს “ჯორჯიან მანგანეზი“).
 - გადაზიდვის რაოდენობა: დღეში 130-150 ტონა, თვეში - 4500ტონა;
 - გადაზიდვის პერიოდი: 2018 წლის 31 დეკემბრამდე, ყოველდღიურად, 10:00სთ-დან 20:00 საათამდე;
 
ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.
შენიშვნა: გადახდა იწარმოებს კონკრეტული გადაზიდვის შესრულებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
 - ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით;
 - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
 
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
 - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
 - სარეკომენდაციო წერილები.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
 - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
 
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 12 მარტის 12:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 595 33 77 50, საკონტაქტო პირი: გაგა გვენეტაძე.
 - დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;
 
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
 - 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები