ჩაბარების ვადა:
30 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3559 - ტენდერი ღვინის ბოთლის სადგამის დიზაინზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა საკონტაქტო პირი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აცხადებს ტენდერს ღვინის 1,5 ლიტრიანი ბოთლის სადგამის დიზაინის დამზადებაზე.
- პროდუქცია: 1,5 ლიტრიანი მინის ბოთლი (ზომები: სიმაღლე 35 სმ, სიგანე 9 სმ). ბოთლში ჩამოსხმულია ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელიც შემდეგ დავარგებულია კასრში. ჩამოსხმულია ლიმიტირებული რაოდენობით პრემიუმ კლასის საიუბილეო ღვინო კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
- ბოთლის სადგამი უნდა იყოს ისეთი დიზაინის, რომ ბოთლი თავისი ეტიკეტით კარგად ჩანდეს. სადგამის მასალა ნებისმიერი შეიძლება იყოს - ხე, რკინა, ორგმინა და ა.შ. ბოთლის სადგამის დიზაინი უნდა იყოს დახვეწილი და მაღალი ხარისხის.
- პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს 1,5 ლიტრიანი მინის ბოთლის სადგამის დიზაინი და თუ სურვილი აქვს და შესაძლებელია, ასევე თავად სადგამიც.
- წარმოდგენილი სადგამის დიზაინის განხილვა განხორციელდება 10 დღის ვადაში და მას შეაფასებს კომპანიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი.
- წარმოდგენილი დიზაინებიდან შეირჩევა მხოლოდ 1 პრეტენდენტის ნამუშევარი. წარმოდგენილი დიზაინის გამარჯვების შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია ბოლომდე მოახდინოს დიზაინის კორექტირება დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე.
- მოწონებული დიზაინის შესყიდვა განხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ბოთლის ნიმუშის და სხვა ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, 2018 წლის 1 მარტიდან დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
მარი კილაძე
ტელ: 555 499 099
ელ-ფოსტა: info@cellar.ge
დიზაინის წარმოდგენის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ დიზაინი 2018 წლის 1 მარტიდან 30 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cellar.ge
წარმოდგენილი დიზაინის გამოგზავნისას მასალას თან უნდა ჰქონდეს დართული პრეტენდენტის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ნომერი.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები