ჩაბარების ვადა:
19 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT358 - სერვერების და ქსელური ტექნიკის შეძენა
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სერვერების და ქსელური ტექნიკის შეძენაზე;
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ორ ლოტად ფაილში მითითებული სპეციფიკაციების მიხედვით.
პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 19 თებერვალი, 2015 წ. საღამოს 5 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(სერვერების შეძენაზე).