ჩაბარების ვადა:
9 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3594 - ტენდერი გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე (თბილისი)
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გირაოში დარჩენილი ძვირფასეულობის გადაცემა/გაყიდვაზე (თბილისი).
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
- ფასი განისაზღვრება ძვირფასეულობის გადაცემის დღის 12 საათზე ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებულ ძვირფასი ლითონების ფასს მინუს X %-ით;
- ძვირფასეულობის ფასი განისაზღვრება მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული ბმულის www.kitco.com მიხედვით;
- ბანკის მიერ განიხილება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომლის მიერ წარდგენილი ძვირფასეულობის მოცემულ ბმულზე დაფიქსირბულ ფასს და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ ფასს შორის პროცენტული სხვაობა უმცირესია.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სარეალიზაციო ძვირფასეულობა გადაეცემა სინჯების და წონის მიხედვით ჯართის სახით (აფინაჟის გარეშე);
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სარეალიზაციო ძვირფასეულობა გადაეცემა საშუალოდ თვეში 2-ჯერ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;
- გამარჯვებული კომპანიის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 1 წლის პერიოდით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 9 მარტამდე;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და პროდუქტი No1-ის გასწვრივ მიუთითოს შემოთავაზებული პროცენტული სხვაობა (% სიმბოლოს გარეშე);
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ლიცენზია შესაბამისი საქმიანობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- სერთიფიკატები;
- ამონაწერი იურიდიული პირის ბოლო 6 თვის ფინანსური ბრუნვის შესახებ;
- ინფორმაცია საკრედიტო დავალიანების არ არსებობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: egurgenidze@bog.ge; tenders@bog.ge.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=864&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 14500000 სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები