21 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3633 - ტენდერი APC UPS Service-ს მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:
ცხრილში მითითებული APC UPS-ების წლიური მომსახურება შემდეგი პირობებით:
Item Description | Qty |
Symmetra PX 40KVA/40KW - SYCF40KH | 2 |
Symmetra PX2 160kVA / 160kW (96 kW) - SYCF160KH | 2 |
პირობები:
- APC UPS-ების გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ. დასრულებისას რეპორტის მომზადება შედეგების შესახებ;
- 24/7/365 სატელეფონო კონსულტაცია;
- საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას ობიექტზე მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- დისტანციური მომსახურება სპეციალისტის მიერ უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 1 საათში.
- თუ დისტანციურად პრობლემის აღმოფხვრა არ ხერხდება მიმწოდებლის ინჟინერი ობიექტზე უნდა გამოცხადდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათში.
- ობიექტზე პროგრამული და აპარატურული ხარვეზების დიაგნოსტიკა მიმწოდებლის ინჟინერის მიერ უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათში.
- იმ შემთხვევაში თუ მწყობრიდან გამოსული APC UPS-ის დიაგნოსტირებისათვის საჭიროა სისტემის გამორთვა, აუცილებელია წინასწარ ბანკთან შეთანხმება.
- ინჟინერის მიერ სისტემის აღდგენა, ობიექტზე არსებული სათადარიგო ნაწილების გამოყენებით, უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 8 (რვა) საათში.
- თუ სისტემის აღდგენისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილები არ აღმოჩნდება ობიექტის საწყობში, ხარვეზის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს სათადარიგო ნაწილების მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 საათში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 16 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და ა.შ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ვახტანგ დანელიას vdanelia@bog.ge +995 599 31 65 95
სხვა კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
თეა გიორგაძეს theagiorgadze@bog.ge +995 (599) 915078
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 21 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=874&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები