30 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3635 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვაზე (თბილისსა და რეგიონებში)
- გამომცხადებელი: ფინკა ბანკი საქართველო
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 მარტი 2018 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა (თბილისსა და რეგიონებში).
აპარატურის ჩამონათვალი:
| # | აღწერა | რაოდენობა | 
| 1 | ქსელური კამერა IPC-HDBW4431FP-AS-0280B 58395 | 45 | 
| 2 | ქსელური კამერა IPC-HFW2421RF-ZS-IRE6 58360 | 45 | 
| 3 | ქსელური ვიდეო ჩამწერი NVR5832-4KS2 58261 | 1 | 
| 4 | ST4000VX000 ვინჩესტერი SV 4TB 39030 | 4 | 
| 5 | PoE სვიჩი (24 პორტიანი) PFS4228-24P-370 58275 | 2 | 
ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში (დანართ #1)
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის სამუშაოს შესრულება:
- შესაბამისი საქონლის მოწოდება და მონტაჟი ფინკა ბანკის ფილიალებში (ფილიალების ჩამონათვალი იხ.დანართ #2);
 - აპარატურის განლაგების ნახაზისა და სამონტაჟო სქემის შემუშავება;
 - დამონტაჟებული კამერების მოთხოვნის შესაბამისად გადაადგილება;
 - ქსელის კაბელების მონტაჟი სამეთვალყურეო კამერებისთვის;
 - კამერების მონტაჟი უნდა მოხდეს არასამუშაო დროს (შაბათ-კვირას)
 - ქსელურ ჩამწერებზე და ვიდეო კამერებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 (სამი) წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;
 - მყარ დისკებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 (ორი) წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;
 - საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უნდა განხორციელდეს 3 (სამი) დღის ვადაში.
 
სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი; o მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული
 - საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მონტაჟის ხარჯთაღრიცხვა (გადაადგილების, ქსელის წერტილის გაყვანის და ა.შ.);
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
 - განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები; o მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
 - მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;
 
ხანგრძლივი ურთიერთობა
- ხანგრძლივ ურთიერთობისთვის, სასურველია მოგვაწოდოთ მომსახურების პირობები და ფასები, იმ შემთხვევაში თუ დაგვჭირდა დაზიანებული კამერის შეცვლა ან სხვა რომელიმე ფილიალში კამერის დამატება.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა შემოთავაზებული IP კამერების, სვიჩის, ქსელური ჩამწერის და მომსახურების პირობების დეტალები, შევსებული დანართი #1 და დანართ #2, სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით ფინკა ბანკი საქართველოს სათავო ოფისში, მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილე კომპანიის დასახელება და ასევე, ტენდერის სახელწოდება: „ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა“
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge და Tamaz.Chomakhidze@finca.ge ;
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
 - 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა