ჩაბარების ვადა:
        
    2 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3669 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ნეოგაზი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 2 აპრილი 2018 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #23/03-NEO-S/CR-17
მომსახურების აღწერა:
- შპს ნეოგაზი-ს საკუთრებაში არსებული ავჭალის ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
 - მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი, N39
 
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
 
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
 - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
 - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
 - სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
 - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
 - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ოთარ გოცირიძე: საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08.
 
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 02.04.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები