4 აპრილი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3673 - ტენდერი საწარმოო ნარჩენების გატანა ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიიდან და შემდგომ უტილიზაციაზე (განადგურება)
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/381
- დანიშნულება : საწარმოო ნარჩენების გატანა ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიიდან და შემდგომ უტილიზაცია (განადგურება)
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მსგავსი საქმიანობის ჩატარების უფლების დამადასტურებელი ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრისგან. (ასლი გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) მეორადი ზეთების გამოყენების, განთავსების ან აღდგენის შესახებ.)
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- სერვისი გაწეული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში, პერიოდულად, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე;
- ამ ეტაპზე ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი სახის ნარჩენები:
დასახელება | არსებული რაოდენობა (დაახლოებითი) | მოთხოვნილი მომსახურება |
ნამუშევარი ზეთი | 1000 ლ | გაყიდვა ან უტილიზაცია |
ზეთის ფილტრები | 25 კგ | უტილიზაცია |
ნათურები | 1000 ც | უტილიზაცია |
კარტრიჯები | 25 კგ | უტილიზაცია |
შესაფუთი მასალა, რომელიც სახიფათო ნივთიერებით არის დამინძურებული | 50 კგ | უტილიზაცია |
აკუმულატორები | 150 კგ | გაყიდვა ან უტილიზაცია |
ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია ზემოთაღნიშნული პროდუქციის სხვადასხვა კომპანიებზე მიყიდვა.
- ტრანსპორტირებას ახდენს შემსყიდველი, „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
- გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმდება 1 წლის ვადით.
- ლუდსახარში ნატახტარი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი,3308;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 21.03.2018 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 04.04.2018 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სოფიო ბარამიძეს
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები