4 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3695 - ტენდერი რაჭა-რიცეულა ჰეს-ების განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, რაჭა-რიცეულა ჰეს-ების განთავსების არეალში ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე #28/03-GIEC-BIO-18.
მომსახურების აღწერა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა („რაჭა ჰეს“-ი, „რიცეულა ჰეს“-ი) და ხედეთურის კაშხლის განთავსების არეალში სეზონური ბიომრავალფეროვნების კვლევა, შეფასება 2018 წლის განმავლობაში (მისამართი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი).
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური დავალება
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ტექნიკური წინადადება;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვალტერ ლომჯარია, საკონტაქტო ნომერი: 591 91 65 65.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 04.04.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება