
30 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3697 - ფასთა გამოკითხვა ხის მოჭრაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, აცხადებს ფასთა გამოკითხვას ცხრა ერთეული ხის მოჭრაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა წყნეთში მდებარე 9 (ცხრა) ერთეული ხმელი/ხმობადი ხის მოჭრა-გატანა.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა:
- ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, სააგარაკე კომპლექსი დავით აღმაშენებლის ქუჩა
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 30 მარტის 18:00 სთ-მდე
შედეგები ცნობილი იქნება 2018 წლის 2 აპრილს
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
ტენდერის კატეგორია:
- 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება