ჩაბარების ვადა:
10 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3709 - ტენდერი სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობაზე გაზგასამართ სადგურებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობაზე გაზგასამართ სადგურებზე #30/03-NEO-P/FALARM-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
შპს ნეოგაზის მფლობელობაში არსებულ გაზგასამართ სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობა შემსრულებლის მასალით.
სამონტაჟო მასალების საორიენტაციო ჩამონათვალი და რაოდენობები:
# | დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა |
1 | მართვის პანელი | ცალი | 1 |
2 | კვამლის დეტექტორი | ცალი | 5 |
3 | ხელის საგანგაშო ღილაკი | ცალი | 1 |
4 | საგანგაშო სირენა | ცალი | 1 |
5 | სახანძრო კაბელი | მეტრი | 100 |
6 | აკუმულატორი | ცალი | 2 |
7 | საკაბელო არხი კაბელისთვის | მეტრი | 100 |
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- შპს ნეოგაზი-ს სადგურების ჩამონათვალი და მისამართები;
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება მოცემული საორიენტაციო რაოდენობებისთვის თითოეული სადგურისთვის ცალცალკე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს მივლინების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯს თითოეული სადგურისათვის; - შენიშვნა: გადახდა მოხდება ფაქტიურად დამონტაჟებული მოწყობილობებისა და გახარჯული მასალების მიხედვით თითოეულ სადგურზე.
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური აღწერა (ბრენდი მოდელი, წარმომავლობა, ტიპი).
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსის თანხის მოცულობაზე. - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ტექნიკური საკითხების განსახილველად: ტიტე ჯიჭონაია. საკონტაქტო ნომერი: 577 17 00 12;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 აპრილი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები