ჩაბარების ვადა:
12 აპრილი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3713 - ტენდერი ორგანიზაციული კვლევის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს მომსახურების: ორგანიზაციული კვლევის შესყიდვის თაობაზე 02/04-GIG-S/OB-18
მომსახურების აღწერა:
- კვლევის მიზანი:
- თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი დადგენა;
- თანამშრომელთა სამუშაო ჩართულობის ხარისხის დადგენა; - კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა - 600-მდე თანამშრომელი;
- კვლევის არეალი - თბილისი - გარდაბანი;
- პროექტის განხორციელების პერიოდი - 2018 წლის 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით.
- პროექტის დასასრულს კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- მონაცემთა ელექტრონული ბაზა (SPSS-იდან ექსპორტირებული excel-ში).
- თვისობრივი/რაოდენობრივი კვლევის ანგარიში (Word და PPT ფორმატში).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული საკვალიფიკაციო ფორმა დანართი N1-ის სახით;
- ინფორმაცია კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, მუდმივი და დროებითი თანამშრომლების რაოდენობა, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ.
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
- ინფორმაცია კვლევაში მონაწილე პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ (პროექტის მენეჯერი, ანალიტიკოსი და ა.შ.);
- ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
- კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
- ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა; - ინფორმაცია კვლევის განხორციელების ღირებულების შესახებ, გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: თინათინ ჯაფარიძე. საკონტაქტო ნომერი: 577 74 01 20;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 12 აპრილი, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა