ჩაბარების ვადა:
13 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T3724 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებზე
ელ. ტენდერი
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #03/04-NEO-S/CR-18
მომსახურების აღწერა:
- შპს ნეოგაზი-ს საკუთრებაში არსებული ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
სადგურების ჩამონათვალი და მისამართები:
- აეროპორტის აგგს - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ;
- დიღმის აგგს - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ;
- ლოჭინის აგგს - გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ოთარ გოცირიძე: საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 13.04.2018, 17:00 სთ.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები