ჩაბარების ვადა:
20 აპრილი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3741 - ტენდერი სტანდარტული და ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სტანდარტული და ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) შესყიდვის მიზნით.
- ხის სადგამების (პალეტების) ნახაზი, ზომები და სპეციფიკაცია მოცემულია დანართში;
- მოწოდების ადგილი: ქ. ბორჯომი, თორის 39;
- ხელშეკრულების ხანგრძლივობა: დაახლოებით ერთი წელი, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით;
- შესასყიდი საჭირო სტანდარტული ხის სადგამების (პალეტების) დაახლოებითი ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 4000 ცალს;
- შესასყიდი საჭირო ფუმიგირებული ხის სადგამების (პალეტების) დაახლოებითი ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 1000 ცალს;
- გადახდის პირობა: თითოეული პარტიის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღე;
- საქონლის მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 5 სამუშაო დღე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით კომპანიის ბლანკზე მითითებულ საფოსტო მისამართზე (თბილისი 0102, აღმაშენებლის გამზ. #80) 2018 წლის 20 აპრილამდე.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:
- ფასი;
- საქონლის მონაცემების შესაბამისობა სპეციფიკაციასთან;
- შეკვეთის მიღებიდან საქონლის მოწოდების ვადა;
- ანგარიშსწორების პირობები.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ კოკა მგელაძეს kmgeladze@borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები