ჩაბარების ვადა:
19 აპრილი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3746 - ტენდერი თხევადი გაზის სადგურების პროექტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: არსებული ავტო გაზგასამართ სადგურების ტერიტორიაზე თხევადი გაზის სადგურების პროექტირება 12/04-NEO-S/D-18
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
თხევადი გაზის (LPG) გასამართი სადგურის მოდულის განთავსების პროექტირება:
- მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული საპროექტო დოკუმენტაციის აღება.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- სადგურების ჩამონათვალი და მისამართები.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ჩაშლილი სადგურების მიხედვით;
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 19 აპრილი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები